Posts
სასკოლო ექსკურსია
- Get link
- X
- Other Apps
2023 წლის 19 ივნისს დავგეგმეთ ექსკურსია -"დასავლეთ საქართველოს ღირშესანიშნაობები". კერძოდ- ვარძია, ხერთვისის ციხე, რაბათი, მწვანე მონასტერი, ბორჯომის პარკი. ექსკურსია მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. სასკოლო ექსკურსიებზე ბავშვები არა მარტო სწავლობენ, არამედ უკეთ იცნობენ ერთნაბეთს არაფორმალურ გარემოში და უყალიბდებათ გუნდური მუშაობის ჩვევები. ექსკურსიაზე მიღებული გამოცდილება უფრო მყარი და მტკიცეა, ვიდრე იგივეს შესახებ საუბარი წაკითხვა ფორმალურ გარემოში. ახალგაზრდა თაობისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ღირშესანიშნაობების მონახულება, რომ არ მოხდეს საკუთარი ქვეყნის გაუცხოება.
9 აპრილი
- Get link
- X
- Other Apps
8 აპრილს ჩატარდა სადამრიგებლო საათი თემაზე: " 9 აპრილი", 35 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როცა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საქართველოს მოსახლეობას მაშინდელმა საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს . სულ 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, ათასობით კი მოიწამლა. ამ დღიდან 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული აქტი მიიღო