Posts

Showing posts from November, 2022

იაზროვნე ლოგიკურად

Image
   #ქ .ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ჩატარდა ოლიმპიადა ,,იაზროვნე ლოგიკურად" 7-8 კლასებში. რომელიც ჩაატარეს მე-7 კლასელებმა ანა კელენჯერიძემ, ანასტასია სტურუამ და იაგო არზიანმა გამოვლინდნენ 1,2 და 3 ადგილოსნები: #პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა: ,,მეგატვინებმა".(7ა) (ვულოცავ გუნდს ამ წარმატებას) #მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა: ,,მზეთუნახავებმა".(7ბ) #მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა: ,,ვირტუოზებმა".(8ბ) ყველა გუნდს გადაეცა მონაწილეობის სერთიფიკატი. ასევე მადლობის სიგელი გადაეცა Giorgi Peranidze გაწეული დახმარებისთვის,ბოლომდე გვედგა გვერდში. (მადლობა კიდევ ერთხელ მას ) ასევე მადლობას ვუხდით Salo Tevdoradze დახმარებისთვის. მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის. მე, როგორც ორგანიზატორი,ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ დღით. P.S ბევრი სასაცილო პასუხებიც მივიღეთ

მაინკრაფტის ფინალი

Image
  2022 წლის 19 ნოემბერს  ჩატარდა მაინქრაფთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი რომელიც კვლავ ჩაატარა მე-7 კლასის მოსწავლეებმა შოთა ჭოლოკავამ და იაგო არზიანმა. ჟიურის წევრები გახვლათ სკოლის დირექტორი ქ-ნი მარინა ისკაკოვა, ისტის მასწავლებელი ქ-ნი ნათია კამკამიძე და მათემატიკის მასწავლებელი გიორგი პერანიძე . მოსწავლეებმა მაინკრაფტში ააშენეს პირამიდა მისი შიდა ინტერიერით და გარე ინტერიერით. მოსწავლეთა ნაშრომები ძალიან რეალისტური იყო. გამოვლინდა გამარჯვებულები #პირველი ადგილი დაიკავა ილია ოქროჭელიძემ და მედეა კოპალაძემ #მეორე ადგილი დაიკავა თენგიზ კორძაძემ და სანდრო კლდიაშვილმა #მესამე ადგილი დაიკავა ილია გულორდავამ და გიორგი მეტრეველმა

სადამრიგებლო საათი

წარმატებული მოსწავლის ეტალონი (20 სექტემბერი) მსგავსება და განსხვავება. სხვა ქვეყნის წესჩვეულებები და მათი "მიმღებლობა" ურთიერთობა განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებთან (31 ოქტომბერი) საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, აქტიური მოქალაქე. ემეგობრე სამართალდამცავებს (ნოემბერი) საახალწლო ღონისძიება კლასის მორთვა დაჯილდოება სამკერდე ნიშნებით თამბაქოს მავნე ზეგავლენა   მინი დისკუსია „ რას ნიშნავს ვიყო მზრუნველი და ვეხმარებოდე სხვებს“      3 მარტი დედის დღე.(საჩუქარი დედას ბავშვებისგან) დისკუსია " უკვე დიდი ვარ" 9 აპრილი  დისკუსია "ბუნებრივი კატასტროფების შემცირება" 9 მაისი იუმორი ჩვენს ცხოვრებაში ექსკურსია რაჭაში 2022-2023 სასწავლო წლის გეგმა 2022-2023 სასწავლო წლის ანგარიში

საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, აქტიური მოქალაქე. ემეგობრე სამართალდამცავებს

  ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში " ემეგობრე პოლიციას" ბავშვები გაეცნენ სამაშველო, საპატრული, სასაზღვრო და გადაუდებელი სამსახურების მუშაობას, მათ თანამშრომლებს, აღჭურვილობას მიიღეს მრავალფეროვან გასართობებში მონაწილეობა, გაეცნენ ინფორმაციას, დაუახლოვდნენ სამართალდამცავებს.

შიდა დასწრების შეფასებები

   დასწრების ოქმი N1 დასწრების ოქმი N2 დასწრების ოქმი N3

საუკეთესო მშენებლები მანკრაფტში მე-6 კლასელები

Image
  2022 წლის 3 ნოემბერს მე-6 კლასელებს შორის ჩატარდა საუკეთესო მშენებლის წოდებისათვის შეჯიბრი, სადაც მოსწავლეებს ქონდათ დავალება აეშენებინათ რაჭის ღირსშესანიშნაობა, მოსწავლეებმა ააშენეს , ნიკორწმინდის მონასტერი, ბარაკონის ეკლესია, ცხრაჯვარი. აღნიშნულ პროექტს ორგანიზება გაუკეთეს მე-7 კლასელებმა შოთა ჭოლოკავამ და იაგო არზიანმა. შეჯიბრი დაძაბული გამოდგა მოსწავლეების ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ამ დაძაბულ შეჯიბრში გაიმარჯვეს მე-6 ა კლასის მოსწავლეების მიერ აშენებულმა ბარაკონის ეკლესიამ.