დეკემბრის თვეში მე-8ა კლასის მოსწავლეებმა მორთეს საახალწლოდ ნაძვის ხე, მოხატეს ფანჯრები, ასევე ითამაშეს სეკრეტ სანტა სადაც მოსწავლეებმა გადასცეს თავიანთი საჩუქრები.
ოქტომრის თვეში მე-8ა კლასში ჩატარდა სადამრიგებლო საათი. დისკუსია გაიმართა გუნდურობაზე, მის არსზე და მნიშვნელობაზე. ბავშვებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები გუნურობის მნიშვნელობაზე და შემდეგ გაიმართა დისკუსია.
ნოემბერში 8ა კლასმა დამრიგებლის ხელმძღვანელობით მოაწყო სასწავლო ექსკურსია აჭარაში მოინახულეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე. ექსკურსიამ ჩაიარა საინტერესოდ და ნაყოფიერად
სექტემბრის თვეში მე-8ა კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები თუ როგორი უნდა იყოს საკლასო შეთანხმებები, რომლებიდანაც გამოვყავით რამოდენიმე (1. პატივს ვცემთ ერთმანეთს, 2. ყოველთვის ვცდილობთ მოვუსმინოთ ერთმანეთს და შემდეგ გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები, 3. ყოველთვის ვეხმარებით ჩვენს კლასელს) და შევიმუშავეთ ქცევის წესები.