ნოემბერში 8ა კლასმა დამრიგებლის ხელმძღვანელობით მოაწყო სასწავლო ექსკურსია აჭარაში მოინახულეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე. ექსკურსიამ ჩაიარა საინტერესოდ და ნაყოფიერად
2023 წლის 19 ივნისს დავგეგმეთ ექსკურსია -"დასავლეთ საქართველოს ღირშესანიშნაობები". კერძოდ- ვარძია, ხერთვისის ციხე, რაბათი, მწვანე მონასტერი, ბორჯომის პარკი. ექსკურსია მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. სასკოლო ექსკურსიებზე ბავშვები არა მარტო სწავლობენ, არამედ უკეთ იცნობენ ერთნაბეთს არაფორმალურ გარემოში და უყალიბდებათ გუნდური მუშაობის ჩვევები. ექსკურსიაზე მიღებული გამოცდილება უფრო მყარი და მტკიცეა, ვიდრე იგივეს შესახებ საუბარი წაკითხვა ფორმალურ გარემოში. ახალგაზრდა თაობისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ღირშესანიშნაობების მონახულება, რომ არ მოხდეს საკუთარი ქვეყნის გაუცხოება.
2020-2021 წლის სადამრიგებლო პროგრამის ანგარიში მე -5 ა კლასში ირიცხება 24 მოსწავლე . 13 ბიჭი და 11 გოგო . სექტემბერში მოვიდა 2 ახალი მოსწავლე . მიმდინარე სასწავლო წელს ჩემი მოვალეობის განხორციელება დავიწყე სამოქმედო გეგმის შედგენით . სასწავლო დაწყებამდე შევხვდი მშობლებს და მოსწავლეებს დავურიგე სახელმძღვანელოები ხელშეკრულების საფუძველზე და ყურადღება გავამახვილე მოსალოდნელ სირთულეებსა და ცვლილებებზე . კლასში შექმნილია სწავლისა და სწავლებისათვის უსაფრთხო გარემო . მოსწავლეები ინფორმირებულნი არიან თავიანთი უფლება - მოვალეობების შესახებ . სწავლება მიმდინარეობს სამინისტრ...
Comments
Post a Comment